ორგანიზაციებისთვის
ასოციაცია დაინტერესებულ ორგანიზაციებს სთავაზობს ექსპერტულ და საკონსულტაციო მომსახურებას შემდეგ სფეროებში: კომპეტენციების შეფასება, განათლების პოლიტიკის კვლევა, პროექტების/პროგრამების შეფასება, საზოგადოების განწყობების კვლევა, ორგანიზაციული კვლევა ორგანიზაციული განვითარებისა და მართვის ხელშესაწყობად.
-
ორგანიზაციის საჭიროებებსა და მოთხოვნებზე მორგებული შეფასების სისტემის შექმნას/შერჩევას თუ არსებულის ტრასფორმაციას.
-
კონკრეტული ორგანიზაციისა თუ პროექტისათვის შეფასების ვალიდური მეთოდოლოგიის შერჩევას - სრულად კომპიუტერული ტესტირება, კომპიუტერზე ადაპტირებული ტესტირება (IRT მეთოდოლოგიის გამოყენებით), ე.წ. ქაღალდისა და კალმის ტესტირება.
-
სხვადასხვა სახის სასელქციო, სასერტიფიკაციო თუ სადიაგნოსტიკო ტესტის ორიგინალური ვერსიის შექმნას ან ადაპტაციას
-
შეფასების პროცესის სრულ პროგრამულ მხარდაჭრას (რეგისტრაცია, ტესტირების ჩატარება, გასწორება, შედეგების წარმოდგენა ნორმირებული მაჩვენებლების სახით, შედეგების მიწოდება)
-
შეფასების პროცესის ადმინისტრირებას
-
მონაცემთა ანალიზს, ინტერპრეტაციას და რეკომენდაციებს
-
მულტიმედიური დამხმარე მასალების შექმნას
ტრენინგები:
-
ტესტის შექმნის მეთოდოლოგია (ინტენსიური ან მოკლე კურსი)
-
სხვადსხვა ფორმატის ტესტური დავალებების შექმნა (ტექნიკები და რეკომენდაციები)
-
დავალებაზე პასუხის თეორია (Item Response Theory - IRT)
-
ტესტის კლასიკური თეორია
-
ფართომასშტაბიანი შეფასების მონაცემების დამუშვება (IRT მეთოლოგიაზე დაყრდნობით)
-
ფართომასშტაბიანი ტესტირების ადმინისტრირება
განათლების პოლიტიკის კვლევა და პროგრამების შეფასება:
-
საგანმანათლებლო პროგრამის პროგამის შემუშავება
-
საგანმანათლებლო პროგრამის/მიმართულების შეფასება
-
შეფასებაზე დაფუძნებული რეკომედაციების შემუშავება/კონსულტირება
-
განათლების პოლიტიკის კვლევა
რაოდენობრივი და თვისებრივი კვლევების ჩატარება:
-
თვისებრივი და რაოდენობრივი კვლევის მეშვეობით საზოგადოების განწყობების მაქსიმალურად ობიექტური სურათის შექმნა
-
ორგანიზაციული კვლევები
-
პროექტის ეფექტიანობის შეფასება
ეპრა პერსონალის მართვის ცენტრთან PMC -სთან თანამშრომლობით გთავაზობთ შემდეგ სერვისებს:
-
HRM აუდიტი და რეკომენდაციების შემუშავება; HRM პროცესების მეთოდოლოგიური უზრუნველყოფა;
-
ორგანიზაციის სტრუქტურის რედიზაინი, სტრუქტურული ერთეულების დებულებებისა და თანამდებობრივი ინსტრუქციების შემუშავება;
-
პერსონალის შერჩევის პროცესის მეთოდოლოგიური უზრუნველყოფა: ორგანიზაციაში პერსონალის შერჩევისა და სოციალიზაციის სისტემის აწყობა;
-
შესრულებული სამუშაოს შეფასების სისტემის დანერგვა;
-
სამოტივაციო პოლიტიკის შემუშავება;
-
კარიერის დაგეგმვა: კარიერული შეფასება და კონსულტირება;
-
ტრენინგები და განვითარება (ადამიანური რესურსის მენეჯმენტი, ტალანტების მოზიდვა და შერჩევა; თანამშრომლის ხმა - მართვის თანამედროვე პარადიგმები; ტრენინგი ტესტის შექმნის მეთოდოლოგიაში; კომუნიკაციური უნარების ტრენინგი; მომხმარებელთან მუშაობის ტრენინგი).