სკოლებისთვის
საგანმანათლებლო პოლიტიკისა და კვლევების საერთაშორისო ასოციაცია - EPRA - ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს სთავაზობს შემდეგ სერვისებს:
-
მოსწავლეთა შეფასების პროგრამა საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეთათვის
-
ტესტირებების კომპლექსური, სრული სერვისი ან დამკვეთის მიერ შერჩეული ნაწილის უზრუნველყოფა
-
ექსპერტული და საკონსულტაციო მომსახურება
-
ტრენინგების კურსი სასწავლებლის აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისათვის;
მოსწავლეთა შეფასების პროგრამა საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეთათვის*
პროგრამის მიზანია შეაფსოს, რამდენად არიან მოსწავლეები მომზადებული საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიური, სრულფასოვანი ჩართულობისა და მომავალი სწავლისათვის. პროგრამა არ შემოიფარგლება მხოლოდ სასწავლო გეგმით გათვალიწინებული კომეტენციების შეფასებით, ის ამავდროულად მოიცავს სწრაფად ცვალებად გარემოსთან მოსწავლეთა ადაპტაციისათვის საჭირო ფართო პროფილის კომპეტენციების შეფასებას.
პროგრამა ეფუძნება ორ ძირითად პრინციპს:
-
წიგნიერების ინოვაციური კონცეფცია: ფასდება მოსწავლეთა შესაძლებლობები ძირითად საგნებში მიღებული ცოდნა და უნარები გამოიყენონ ყოველდღიურ ცხოვრებაში; მათ ხელთ არსებული ინფორმაციის ანალიზისა და მსჯელობის საფუძველზე, განსაზღვრონ და გადაჭრან პრობლემები.
-
წიგნიერების ამ კონცეფციას ეყრდნობა მოსწავლეთა საერთაშორისო შეფასების პროგრამა (PISA )
-
პროგრამის ფარგლებში ფასდება შემდეგი საკვანძო კომპეტეციები: წაკითხულის გააზრება, რაოდენობრივი უნარები, საბუნებისმეტყველო წიგნიერება, ლოგიკური აზროვნება და ციფრულ წიგნიერება, ფინანსური წიგნიერება დაწყებითი კლასის მოსწავლეებისათვის - კითხვა, რაოდენობრივი უნარები და ბუნება
-
-
ჰოლისტური მიდგომა: მოზარდის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ კოგნიტური/შემეცნებითი, არამედ ემოციური, სოციალური და ნებელობითი სფეროები. კერძოდ, მომავალი თაობის ფსიქიკური ჯანმრთელობის და სწრაფად ცვალებად გარემოსთან ადეკვატური ადაპტაციისათვის კოგნიტურ უნარებთან ერთად მნიშვნელოვანია თვითეფექტიანობის განცდა, შეუპოვრობა, პოზიტიური ემოციები და ბედნიერების შეგრძნება. შესაბამისად, პროგარამა არ შემოიფარგლება მოსწავლის კოგნიტური უნარების შეფასებით და მიზნად ისახავს მოტივაციის, თვითეფექტიანობის, სწავლისადმი დამოკიდებულებისა და ბედნიერების სუბიექტური აღქმის შეფასებას.
*ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სურვილის მიხედვით შესაძლებელია პროგრამით გათვალისწინებული სრული სერვისის ან მისი რომელიმე ნაწილის, კომპონენტის უზრუნველყოფა.
ტესტირებების კომპლექსური, სრული სერვისის ან დამკვეთის მიერ შერჩეული ნაწილის/სერვისის უზრუნველყოფა
-
სასწავლებლის მიერ განსაზღრული ამოცანებისა და მიზნის შესაბამისად ოპტიმალური ტესტირების ტიპის შერჩევა - სრულად კომპიუტერული ტესტირება, ნახევრად კომპიუტერული ტესტირება, ე.წ. ქაღალდისა და კალმის ტესტირება.
-
სასელქციო, სასერტიფიკაციო თუ სადიაგნოსტიკო ტესტის ორიგინალური ვერსიის შექმნა ან ადაპტაცია
-
მონაწილეთა რეგისტრაცია, ტესტირების ტექნიკური მხარდაჭერის უზრუნველყოფა, გასწორების პროცესის უზრუნველყოფა, შედეგების გამოქვეყნება
-
პროცესის ადმინისტრირება
-
მონაცემთა ანალიზი, ინტერპრეტაცია და რეკომენდაციების შემუშავება
-
საგამოცდო პროცესის სრული იმიტაცია ზოგად უნარებში და უცხოურ ენაში უფროსკლასელთათვის
ექსპერტული და საკონსულტაციო მომსახურება:
-
არსებულის შეფასების სისტემების/პრაქტიკის დიაგნოსტიკა შესაბამისი ანგარიშისა და რეკომენდაციების მომზადება;
-
მხარდაჭერა რეკომენდაციებით გათვალისწინებული ცვლილებების დანერგვის პროცესში.
-
შეფასების ცენტრალიზებული სისტემების ყველა ასპექტის აუდიტი (შინაარსობრივი ნაწილი, პროცესის ადმინისტრირებისა და მონიტორინგის სისტემები, გასწორების უნიფიცირებული სისტემა და ა.შ.);
-
შეფასების ცენტრალიზებული სისტემების შემუშავება და დანერგვა (შინაარსობრივი ნაწილი, პროცესის ადმინისტრირებისა და მონიტორინგის სისტემები, გასწორების უნიფიცირებული სისტემა და ა.შ.)
-
ონლაინ სასწავლო კურსების შექმნის პროცესში მხარდაჭერა
ტრენინგების კურსი სასწავლებლის აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისათვის:
-
ტესტის შექმნის მეთოდოლოგია (ინტენსიური ან მოკლე კურსი)
-
სხვადასხვა ფორმატის ტესტური დავალებების შექმნა (ტექნიკები და რეკომენდაციები)
-
დავალებაზე პასუხის თეორია (Item Response Theory - IRT)
-
ტესტის კლასიკური თეორია
-
ფართომასშტაბიანი შეფასების მონაცემების დამუშვება (IRT მეთოლოგიაზე დაყრდნობით)
-
ფართომასშტაბიანი ტესტირების ადმინისტრირება
-
ონლაინ სასწავლო კურსების შექმნა
აბიტურიენტებისა და უფროსკლასელების მხარდაჭერის სერვისები
-
ზოგადი უნარებისა და საგნობრივი ტესტების ექსპერტებთან შეხვედრების ციკლი სასწავლებლის სივრცეში
-
რეკომენდაციები პროფესიის არჩევისა და კარიერის დაგეგმვის კუთხით
-
რეკომენდაციები აბიტურიენტთთვის ფაკულტეტბის არჩევის პრინციპების შესახებ
ექსპერტიზა და პრაქტიკული გამოცდილება შემდეგი მიმართულებებით (თამარ გაგოშიძის ცენტრთან პარტნიორობით):
-
მასწავლებლების და სკოლის ფსიქოლოგების დახმარება დასწავლის სპეციფიკური დარღვევის და ყურადღების დეფიციტის და ჰიპერაქტივობის აშლილობის მქონე მოსწავლეთა ინკლუზიურ განათლებაში;
-
ინკლუზიური განათლების პრაქტიკული დანერგვა განვითარების დარღვევის მქონე ბაშვების ადრეულ განათლებაში;
-
მასწავლებლების და ფსიქოლოგების ტრენინგი ინკლუზიური განათლების პრინციპების პრაქტიკულ გამოყენებაში;
-
საბავშვო ბაღის აღმზრდელების ტრენინგი ინკლუზიური განათლების პრინციპების პრაქტიკულ გამოყენებაში.